ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამოვრიცხავთ თანამშრომლობას იმ პოლიტიკურ ძალასთან, სადაც მაშა სააკაშვილი დომინანტია”

„კონსერვატორები“ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებში. ვაპირებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დაყენებასაც და ძალიან აქტიური საარჩევნო კამპანიის ჩატარებასაც მთელი საქართველოს მასშტაბით”, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „კონსერვატიული პარტია“ გამორიცხავს თანამშრომლობას იმ პოლიტიკურ ძალასთან, სადაც დომინანტი მიხეილ სააკაშვილია.

„ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე, ხოლო რაც შეეხება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, გამოვრიცხავთ თანამშრომლობას იმ პოლიტიკურ ძალასთან, სადაც მაშა სააკაშვილი დომინანტია, „ქართულ ოცნებასთან“ კი, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არსებობს და ჩვენ ამას განვიხილავთ, ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით ყველა იმ რეფორმისა თუ საკითხის განხორციელებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.

იტვირთბა....