“გიორგი რურუა არ არის ჩვენი პოლიტიკური ლიდერი, უფრო მეტიც, ის პოლიტიკოსიც არ არის. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გიორგი რურუას საკითხი დღეს დგას, არის ის, რომ ის არის პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ადამიანი ამ ხელისუფლების მიერ. რატომ გაჩნდა გიორგი რურუა ამ პოლიტიკურ მოლაპარაკებაში, მოჰკითხოს არჩილ თალაკვაძემ საკუთარ პოლიტიკურ გუნდს”
დავით ბაქრაძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
TV პირველი, “დღის ამბები”
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.