ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებული მამაკაცის ძმამ განცხადება გაავრცელა

“ტვ პირველმა” 12 ივნისს, სუს-ის მიერ დაკავებული ვასამბეგ ბოკოვის ძმასთან, მუხარბეკ ბოკოვთან სატელეფონო საუბარი ჩაწერა.

როგორც მუხარბეკ ბოკოვი აცხადებს, კადრებში, რომელშიც ქავთარაძეზე სპეცოპერაციისას არის გადაღებული, დაკავებული ვერ ამოიცნო.

“გავიგე და ვნახე. დაახლოებით ერთი წლის წინ ვნახე ბოლოს [ჩემი ძმა].მთელი ეს დრო ინგუშეთში იყო. ხან ფაბრიკაში მუშაობდა, ხან ბაზარში ბიჭებთან ერთად ვაჭრობდა. ხანდახან მშენებლობაზეც მუშაობდა. მან ორი მანქანა ითხოვა უცხო ადამიანებისგან და ორივე დაამტვრია. ამის გამო, ვეჩხუბე, ვცემე რის შემდეგაც გაიქცა. ვცდილობდი დაკავშირებას. ის არ მირეკავდა. ადრე დამირეკა სად და როგორ იყო. ეს ნომერი ტელეფონში მაქვს მაგრამ ახლა მიუწვდომელია. ათასჯერ ვნახე ვიდეო, მაგრამ ჩემი ძმა ვერ ამოვიცანი. ის ჩემი ძმა არ არის, არც სიმაღლე ემთხვევა. მე ვარ 1.75 ის ჩემზე დაბალია. მე არც დედა მყავს, არ მამა. არც ფული მაქვს, რომ წავიდე და გავიგო რა მოხდა.” – განაცხადა მუხარბეკ ბოკოვმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბოკოვი, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა. 

სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

იტვირთბა....