“მახსოვს, როდესაც ტრიბუნაზე ვიდექით, ჯერ ქუცნაშვილი მოვიდა და ძალიან უხეშად გვესაუბრებოდა, გვეუბნებოდა წადით, აქედან მოშორდითო. მაშინ მას ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი იყო, როდესაც ამ ელემენტარულ თემაზე, ორი ქართველი დეპუტატი კამათობს. ამის შემდეგ მოვიდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ძალიან აღელვებული იყო, მან მოსვლისას მითხრა: “მადლობა ელენე, სწორია, რასაც აკეთებთ”. ეტყობა სტრესში იყვნენ და მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა. ამასთან, მახსოვს თამარ ჩუგოშვილის პირველივე მწვავე რეაქცია, მან თქვა, რომ ამის შესახებ არ იცოდა, არ მგონია, რომ ამას იტყუებოდა.”
ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ ხოშტარიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში, გავრილოვის პარლამენტში მისვლის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.