ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მეორე და მესამე მოსმენების დროსაც მოუწევთ ამ კანონპროექტის მხარდაჭერა” – მდინარაძე “ევროპულ საქართველოზე”

“მაინც კარგია, რომ გუშინ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ უკვე გაჭრა და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღოთ ისედაც, ამ ყველაფრის გარეშე. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ისინი მაინც სპეკულირებენ, ისინი მაინც ვაჭრობენ და მე ვფიქრობ, რომ როგორც გუშინ ვთქვი და ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა თქვა, მოუწევთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერა. მე მგონია, პირადად, რომ ასევე მოუწევთ მეორე და მესამე მოსმენების დროსაც მხარდაჭერა ამ კანონპროექტისა.”

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ  “ევროპული საქართველო” გადაწყვეტილებას ცვლის და საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

იტვირთბა....