ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 20 ივნისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარი ხვალ 3.0385  ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0372 ლარი ღირდა.

ხოლო, მცირედით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4040  ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4175 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 ივნისს ამოქმედდება.

იტვირთბა....