“არ ვიცი ეს საუბარი შედგა თუ არა, მაგრამ პირადი საუბარი არის პირადი საუბარი და არ მიმაჩნია სწორად, ასეთი შემოგდებული თემების მედიაში განხილვა. პირადი საუბრის გამოქვეყნება ეს თავისთავად უკვე ბინძური საქმეა.ეს სპეცსამსახურების საკმაოდ ბინძური მეთოდებია, რათა არეულობა შეიტანონ და ვიღაცა ვიღაცასთან დააპირისპირონ. პირადი საუბრების გამოქვეყნება უკანასკნელი საქმეა და მიმაჩნია, რომ თუ მედია ასეთი წყაროების იგნორირებას მოახდენს, ეს აჯობებს.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესდახებ გია ხუხაშვილმა “დღის ამბებში” სააკაშვილი-ადეიშვილის ცანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.
უკრაინულმა გამოცემა Obozervatel ავრცელებს ჩანაწერს, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნის ზურაბ ადეიშვილის დიალოგია ასახული.