ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“შესაძლებელია, ვირუსი, რომელიც პეკინში გავრცელდა, უხანიდან ევროპაში ჩავიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა“- პროფესორი

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყენაში ვირუსის მეორე ტალღა შესაძლოა, ევროპიდან გავრცელდა.

პეკინმა გაასაჯაროვა პეკინში გავრცელებული ვირუსის გენომი და მკვლევარები ამბობენ, რომ ის ძალიან ჰგავს ევროპაში გავრცელებული „კოვიდ-19“-ის შტამს.

„შესაძლებელია, ვირუსი, რომელიც პეკინში გავრცელდა, უხანიდან ევროპაში ჩავიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა“, – განაცხადა „ფრანს პრესთან“ საუბარში ჰონგ კონგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასთან არსებული უნივერსიტეტის პროფესორმა ქოულინგმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ჩინეთის დედაქალაქში კორონავიურსის 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების შემტევვების მკვეთრი ზრდის გამო ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლაც შეწყდა.

 

იტვირთბა....