სისხლის სამართლის საქმე რუსეთში მას შემდეგ აღიძრა, რაც მოსკოვის იზოლატორში თანამშრომელმა ნება დართო ერთ-ერთ პატიმარს მეორე პატიმარი ისე ეცემა, რომ ის ახლა სიკვდილის პირასაა მისული. როგორც ირკვევა, საქმე ეხება ქართველ, ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ტაბაღუას (მეტსახელად მუხა) მკვლელობას. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმკრაიმი” ავრცელებს.
ნაცემი პატიმარი 44 წლის ბრიანსკელი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ამ დროისთვის კომატოზურ მდგომარეობაშია, პეტრე ტურლაევია, რომელიც ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ტაბაღუასა და მისი თანამოზარეების მკვლელობის საქმეზეა გასამართლებული. “პრაიმკრაიმის” ინფორმაციით, ტურლაევი ბრიანსკელი კრიმინალური ავტორიტეტის, ვინმე ნიკოლაი ემელიანოვის დაჯგუფების წევრია. ემელიანოვი დღემდე იძებნება და ის ერთ-ერთ საშიშ კრიმინალად არის მიჩნეული რუსეთში.