“ძალიან უსიამოვნო სანახავია, როცა ადამიანები შენ თვალწინ სახეს კარგავენ. არ მახსენდება, რომ სატელეფონო საუბარი, საერთოდ მქონოდა ნაზი ჯანეზაშვილთან. ერთადერთი რაზეც ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით ეს იყო მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გადიოდა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით”
თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი
გადაცემა “360 გრადუსი”
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, თამარ ჩუგოშვილი მას ურეკავდა და გაჩუმებას სთხოვდა.