“ხედვებში გვაქვს ძალიან დიდი განსხვავებულობა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ (“გირჩი”) ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ხალხია პოლიტიკაში. ბლოკს და რაღაცებს გამოვრიცხავ და თვითონაც გამორიცხავენ, მაგრამ ასეთი კომფორტული ხალხი იშვიათია პოლიტიკაში. ჩვენთან რაც უფრო მატყუარა და გადამგდებია, რატომღაც ის მიიჩნევა კარგ პოლიტიკოსად. ეს ხალხი გულწრფელი და წესიერი ხალხია”
ალეკო ელისაშვილი, “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი
შეგახსნებთ, ალეკო ელისაშვილმა ანა დოლიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობა შექმნეს.