მთავარი პოლიტიკა

“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტს უცხადებს

“ევროპული საქართველო“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მისი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პირობა უცვლელია, ვიდრე ხელისუფლება 8 მარტის ყველა პირობას არ შეასრულებს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტს გამოუცხადებს.

„ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ბოიკოტი აქვს მანამ, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება. ის, ვისზეც იყო შეთანხმება. ის, ვინც „გავრილოვის ღამისა“ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაგდების შემდეგ, პროტესტის გამო დააკავეს. ასეთია ბატონი გიორგი რურუა, ის თავისუფალი არ არის. ამიტომ, ჩვენ ბოიკოტს ვაგრძელებთ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისისთვის სამივე მოსმენით მიღებული უნდა იყოს

 

იტვირთბა....