“ირაკლი კობახიძემ მორალური ფსკერი ჩაიარა 1 წლის წინ, როდესაც 20 ივნისს მის სავარძელში აღმოჩნდა ბატონი გავრილოვი და შემდეგ არ გადადგა თანამდებობიდან, ვიდრე ჩვენს თანამოქალაქეებს ამისთვის თვალები არ დასთხარეს. როგორც ჩანს, მორალური ფსკერი მისთვის კიდევ უფრო დაბლაა. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დღეს საქართველოს ხელისუფლება ერთხმად აცხადებდეს, რომ სრულიად მიუღებელია, როდესაც რუსეთი გეგმავს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას ჩვენს ტერიტორიაზე, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” მმართველი პირები, როგორც ჩანს, ივანიშვილის პირადი დავალებით, მსგავსი აბსურდული ბრალდებების წაყენებით, ცდილობენ, ეს საქმე ისე მიჩქმალონ, რომ არცერთი სიტყვა არ თქვან რუსეთსა და კადიროვზე.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადადა აღნიშნუით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
სამადაშვილის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება გმობდეს რუსეთისა და რამზან კადიროვის გეგმებს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ის დაკავებულია აბსურდული ბრალდებების წაყენებით.
ცნობისთვის, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას პრორუსული უწოდა.