“მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმეს “ბიბისიც” ეხმიანება, რომელიც მომხდარ ფაქტს საქართველოს მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ორშაბათს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დააკავა. განცხადების თანახმად დაკავება „შეკვეთილი მკვლელობის ორაგანიზაციის“ გამოძიების ნაწილია.
განცხადებაში არც ჟურნალისტია ხსენებული და არც კადიროვია და უწყება მოსახლეობას „ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა“, რათა მათ საქმეში სიმართლის დადგენა შეძლონ. უსაფრთხოების ძალებმა მეტი ინფორმაცია ინტერპოლის არხების მეშვეობით მოითხოვეს.
იმავე დღეს, ბატონ გაბუნიას უფროსმა, ნიკა გვარამიამ Open Caucasus Media-ს განუცხადა, რომ ვ.ბ. ჟურნალისტის მოსაკლავად რამზან კადიროვის ბრძანებით გამოაგზავნეს და სუს-მა ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებისგან შეიტყო“, – წერს “ბიბისი”.
სტატიაში ასევე მომხდართან დაკავშირებით ჩეჩნეთის ლიდერის კომენტარია მოყვანილი, რომელიც კადიროვმა გუშინ Telegram-ზე გაავრცელა.