თბილისში, მდინარე მტკვარში მაშველებმა ათ წლამდე მოზარდის გვამი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება შევიდა მდინარე მტკვარში ორი მოზარდისდაკარგვის შესახებ.
მათივე ინფორმაციით, ერთი მოზარდი ამ დროისთვის რეფერალურ კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
რაც შეეხება მეორე მოზარდს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.