მთავარი ციტატა

“უბრალოდ გამჯდარი აქვთ სისხლში ტყუილი და კიდევ ერთელ მოიტყუეს კონტრაქციაზე”- კობახიძე ოპოზიციაზე

“ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც „ფეიკნიუსებს“ და შემდეგ თვითონვე აკრიტიკებენ ხოლმე თავისივე შექმნილ „ფეიკნიუსს“, რაც არის აბსურდი. ჩვენ არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს” დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან ისინი შესულები, ჩაკარგულები არიან საკუთარ ტყუილებში. არც ვიცი რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ გამჯდარი აქვთ სისხლში ტყუილი და კიდევ ერთელ მოიტყუეს კონტრაქციაზე. თუ ვინმე იქ შეიკრიბება, ეს არის პროვოკაცია და ბუნებრივია ასეთი პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი.”

ირაკლი კობახიძე – უმრავლესობის წევრი

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 20 ივნისის აქციასთან დაკავშრებით განუცხადა.

ცნობისთვის, ოპოზიცია 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, ე.წ. გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ შეკრებას გეგმავს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება კონტრაქციის ჩატარებას გეგმავს, თუმცა მართველ გუნდში ამას უარყოფენ.  

იტვირთბა....