“ადამიანი, რომლის გადადგომასაც ვითხოვდით, გახდა მთავარი პირი. რა თქმა უნდა, ამან გამაბრაზა… 20 ივნისიდან მოყოლებული, ყოველ წამს მაქვს უსამართლობის შეგრძნება. დღესაც, პარლამენტის წინ რომ გავედი, მაგას ვფიქრობდი, საერთოდ არ უნდა ესროლათ ის ტყვიები. რა თქმა უნდა, ყველაფერს უკან ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ ეს გრძნობა სულ მექნება, რომ არ ვიმსახურებდი”.
მაკო გომური, “გავრილოვის ღამის” აქციაზე დაზარალებული
ON.GE
შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლისას, პარლამენტის შენობის წინ, პოლიციამ რეზინის ტყვიები, გამოიყენა, რის გამოც, სამწუხაროდ, მაკო გომურმა თვალი დაკარგა.