ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 17 ივნისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარი ხვალ 3.0643 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0608 ლარი ღირდა.

ასევე, შედარებით გაუფასურდაეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4669 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4434 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 ივნისს ამოქმედდება.

იტვირთბა....