aviabiletebi
ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ივანე კაჭარავას  ქუჩის მონაკვეთზე გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამჯერად, ასფალტის საფარი ივანე კაჭარავას გზის მონაკვეთზე იგება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 110 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. რის შემდეგაც, დაახლოებით, 1 100  კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი ეწყობა.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, 90 000   ლარამდე არის გათვალისწინებული.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ  შალვა ოგბაიძესთან  ერთად ადგილზე გაეცნო.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....