“ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არანაირი მეორე ტალღის ზღვარზე არ ვდგავართ, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულთა მატება მოსალოდნელი იყო და ეს საგანგაშო არა, მაგრამ საყურადღებოა. დაუდგენელი კლასტერების ერთეული შემთხვევები საყურადღებოა, თუმცა განგაშის საფუძველს არ გვაძლევს. ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევების შემდეგ მათი დადგენა მოხდება.”
ალექსანდრე გოგინავა – ინფექციონისტი
ამის შესახებ გოგინავამ “Postv-ის” ეთერში განაცხადა.