მთავარი ციტატა

“თუ დავინახავთ, რომ პანდემია მართლაც არ გვაძლევს საშუალებას, ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ, არჩევნები უნდა გადაიდოს”

“იმ შემთხვევაში, თუ პანდემიური ვითარება ნამდვილად გართულდება, ვფიქრობ, არ უნდა გავაკრიტიკოთ ხელისუფლება არჩევნების თარიღის შეეცვლასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ პანდემია მართლაც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ, ადამიანებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ მათთვის საფრთხის შექმნის გარეშე, ასეთ შემთხვევაში არჩევნები უნდა გადაიდოს, რადგან ყველაზე ნაკლებად ოპოზიციას აწყობს არჩევნების ჩატარება საარჩევნო კამპანიის გარეშე.”

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცნობისთვის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.

 

იტვირთბა....