საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 16 ივნისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.0608 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0401 ლარი ღირდა.
ასევე, შედარებით გაუფასურდაეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4434 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4387 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 ივნისს ამოქმედდება