ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაბა აბასთუმანში ხანძარი ლიკვიდირებულია – ექსპერტები ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა აბასთუმანში, ობსერვატორიის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხანძრის ადგილის შესასწავლად და გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ექსპერტები არ გამორიცხავენ, ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს.

“დაბა აბასთუმნის მიმდებარედ ბოლო დღეებში ტყის ხანძრის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაბაში მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სახანძრო ექსპერტები, ხანძრის ადგილის შესასწავლად და გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ექსპერტები არ გამორიცხავენ ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას, რადგან ბოლო სამ დღეში ორჯერ გაჩენილ ხანძარს წინა ღამით ძლიერი წვიმა უსწრებდა. აბასთუმანთან ხანძრის ახალი კერა 15 ივნისს დილის საათებში გაჩნდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაიწყო ხანძრის ქრობითი სამუშაოები. მომხდარ ფაქტზე საქმე დაწყებლია სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

აბასთუმანში ხანძრის ცაქრობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფი ბოლო რამდენიმე დღეა ცდლობდა.

იტვირთბა....