ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ნუცუბიძის II მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ხორციელდება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის I კვარტლის N7 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო ზონა, დამონტაჟდა ატრაქციონები, ასევე, სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი. ეწყობა დასასვენებელი ფანჩატური, განათების ქსელი. სკვერი დამცავი მოაჯირებით შემოიღობა, მოეწყო წყლის ე.წ. „სოკო“. პროექტის ბოლო ეტაპზე დასასვენებელი სივრცე გამწვანდება.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

„გრძელდება სკვერების მოწყობა და გამწვანება, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. განსაკუთრებით საჭიროა კომფორტული გარემო ახლა, როდესაც ბავშვებს არდადეგები ეწყებათ. ამჟამად, ვაკის რაიონში ცხრა დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს ყველას შეეძლება ამ ახალი და ლამაზი სივრცეებით სარგებლობა“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

სკვერის მოწყობის პროექტის განსახორციელებად გამგეობის ბიუჯეტიდან 65 000 ლარამდე გამოიყო.

იტვირთბა....