ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 26 კოვიდინფიცირებული მკურნალბს, მათ შორის 11 კლინიკის მედპერსონალია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის მათთან კოვიდინფიცირებული 26 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 11 პირი კლინიკის თანამშრომელია.

როგორც გოფოძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, კლინიკას ხუთი ახალი შემთხვევა დაემატა, აქედან ორი მედდაა.

„ჯამში მედპერსონალი თერთმეტია. საკარანტინო სივრცეშიც თერთმეტი მედპერსონალია გადაყვანილი. გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს და თუ ვინმეს გადაყვანა იქნება საჭირო, ისინიც გადავლენ. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულს, გუშინ ერთი გამოვაჯანმრთელეთ და სახლში გავუშვით“,- განაცხადა გოფოძემ.

რაც შეეხება მედპერსონალის ინფიცირების წყაროს, გოფოძე აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ინფექცია კლინიკაში გარედან შეტანილია.

„მედპერსონალის შემთხვევაში კლასტერების მოძიება რომ დაიწყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს იყო გარედან შემოტანილი ინფექცია. ამის მტკიცება ცოტა ძნელია. რაც შეეეხება უსაფრთხოებოს ნორმების ცვლილებას, ჩვენ არ ვგეგმავთ, რადგან პროტოკოლო, რითიც ვმუშაობდით სამთვენახევარის განმავლობაში, იყო შეუვალი კოვიდ ინფექციისათვის,  შესაძლებელია, გარედან მოხვდა ეს ინფექცია ჩვენთან. სხვა მხრივ, დღესაც ყველა პროტოკოლის სრული დაცვით მუშაობს, მათ ვერაფერს დავუმატებთ, სკაფანდრით დაწყებული, დაცვის ყველა საშუალებებით, ჩვენი მედპერსონალო უზრუნველყოფილია. სხვა არის, თუ ვიღაცამ ეს წესი დაარღვია, აღნიშნულის შესახებ ძიებაც მიმდინარეობს. თუ გამოაშკარავდება დარღვევის შემთხვევები, შესაბამის ზომებს მივიღებთ. ამ ეტაპზე ასეთი რამ ჯერჯერობით არ გვაქვს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების კიდევ 15 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 879 შემთხვევა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი, გუშინდელთან შედარებით, ერთით გაიზარდა და704-ს შეადგენს.

 

 

იტვირთბა....