“არჩევნების გადადების საჭიროება არ დადგება თუ ის ესტონური მოდელით ჩატარდება. როგორც იცით ესტონეთი 2005 წლიდან ატარებს ელექტრონულ არჩევნებს და პარალელურად შენარჩუნებულია ჩვეულებრივი, ფიზიკური ხმის მიცემაც. ეს საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შეამციროს მასიური თავყრილობების საჭიროება არჩევნების დღეს და ასევე მეორე ტურისთვისაც, რომელიც ნოემბრის 21-ში უწევს.”
ლევან ბოძაშვილი – უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე
აღნიშნულით ლევან ბოძაშვილი ჟურნალისტებთან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.