ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა – ამის შესახებ ელჟან ბირტანოვმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
„სამწუხაროდ, ტესტის პასუხი დადებითა, დაავადება უსიმპტომოდ არ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ინფექციურ საავადმყოფოში მომათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ სანიტარულ ნორმებს მკაცრად ვიცავდი, რისკი ყოველთვის არის“, – წერს ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, ყაზახეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 14 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 73 ადამიანი.