პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში დარჩენილი ერთი პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ დაცალა თავისი კლინიკა. დარჩენილი ყავდათ ერთი პაციენტი, რომელსაც ნათესავები ჰყავდა ჩვენს კლინიკაში და ძალიან გვთხოვა ბატონმა ლევანმა, გვერდით დავდგომოდით, რათა ხვალიდან მულტიფუნქციურ რეჟიმში გადავიდეს კლინიკა.
შესაბამისად, ეს პაციენტი ჩვენთან გადმოვიდა და აქ აგრძელებს მკურნალობს“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.