SpaceX -მა დედამიწის ორბიტაზე რიგით მეცხრე რაკეტა, “ფალკონ 9” გაუშვა, რაკეტის ბორტზე სტარლინკის კიდევ 58 თანამგზავრი იყო განთავსებული. გაშვების ვიდეოტრანსლაცია კომპანიის ვებგვერდზე მიმდინარეობდა.
სტარლინკის თანამგზავრებთან ერთად ორბიტაზე ამერიკული კომპანია Planet Labs-ის სამი აპარატი მოხვდა.
აპარატები პორტატიული ტელესკოპითა და მაღალრეზოლუციანი კამერებითაა აღჭურვილი და ორბიტიდან დედამიწის ზედაპირის მონიტორინგისთვის არის განკუთვნილი.
პროექტ Starlink-ის მიზანია, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს შემუშავდა, პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან უზრუნველყოფილი იყოს ინტერნეტის მაღალი სიჩქარე.
სატესტო თანამგზავრები 2018 წლის თებერვალში გაუშვეს, რომელმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ილონ მასკი, რამდენიმე წლის განმავლობაში, ათასობით ასეთი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.პროექტის საერთო ღირებულება 10 მილიარდი დოლარია.