“ჩვენ გამოვდივართ კონკრეტული მოცემულობიდან და ვხელმძღვანელობთ საზოგადოების ინტერესებიდან. თუ თეორიულად არჩევნები შესაძლოა გახდეს ვირუსის გავრცელების საფუძველი, ბუნებრივია ეს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. შესაძლებელია აქედან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდეს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი არჩევნების ჩატარება კონსტიტუციით არ შეიძლება. თეორიულად თუ ასეთი განვითარება იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია არჩევნები გადაიწიოს დეკემბრისთვის ან თუნდაც იანვრისთვის”
გიორგი კახიანი, პარლამენტის ერთ-ერთი ვიცესპიკერი
“რუსთავი 2”
შეგახსენებთ, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ , თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე 31 ოქტომბრამდე პერიოდს , არჩევნები შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს.