ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

იტალიაში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას “Romatoday” ავრცელებს.

არსებული ცნობით, 35 წლის კაცი პოლიციამ მაგლიანას დასახლებაში, ერთ-ერთი სახლის ძარცვის დროს აიყვანა. დაკავებისას მან გაქცევა სცადა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებული ბინების გაქურდვის გამო ადრეც იძებნებოდა.

სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....