ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ხვალიდან ვიზიტორთა მიღება აღდგება

ხვალიდან, 15 ივნისიდან, საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას აღადგენს – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით.

ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსკრინინგი. ამასთან, დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

„დაცული ტერიტორიები საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობაა, ულამაზესი ბუნებით, ხელუხლებელი ტყეებით, კანიონებით, მღვიმეებით, დინოზავრის ნაკვალევითა და მრავალფეროვანი სერვისებით, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

2019 წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა: ყაზბეგის ეროვნული პარკი; მარტვილის კანიონი; პრომეთეს მღვიმე; ოკაცეს კანიონი; თბილისის ეროვნული პარკი“, – ხაზგასმულია სააგენტოს ინფორმაციაში.

იტვირთბა....