“ყველასთვის ცნობილი იყო, რომ პანდემიასაც “ქართული ოცნება” გამოიყენებდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და სწორედ ამასთან გვაქვს დღეს საქმე, ცდილობენ, მანიპულირება გააკეთონ არჩევნების თარიღით, მაგრამ არჩევნებს განსაზღვრავს არა კობახიძე, არა “ქართული ოცნება”, არამედ – საქართველოს კონსტიტუცია და კანონის შესაბამისად უნდა ჩატარდეს არჩევნები…”
ზაალ უდუმაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნები შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს.