“6 თვის წინ სანამ ჩვენ წამოვიდოდით და ის მოხდებოდა რაც მოხდა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება და დადებული პირობების დარღვევა, ქართულ ოცნებას არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არ ჰქონდა. საერთოდ არ ჰქონდა პრობლემა, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა ყველასთან და კარგის მეტი ჩვენზე, საქართველოზე არ ისმოდა. ძალიან კანტიკუნტად შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო. დღეს უკვე ტონად იქცა ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა. ყოველი შემდგომი განცხადება არის დამძიმება.”
თამარ ჩუგოშვილი – მმართველი გუნდის ყოფილი წევრი
ამის შესახებ ჩუგოშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.