ჩინეთის დედაქალაქში კორონავირუსის ახალი 45 შემთხვევა გამოვლინდა.
პეკინის 11 რაიონში საგანგებო მდგომარეობა ისევ გამოცხადდა.
დაავადება ბაზრის თანამშრომლებს დაუდგინდათ, რის შემდეგაც სავაჭრო ტერიტორია დროებით დაიხურა. ინფექციის კვალი ბაზრის ინვენტარზეც აღმოაჩინეს.
ჩინეთის დედაქალაქის მოსახლეობა ვირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე საუბრობს. იმ რაიონში, სადაც კარანტინი გამოცხადდა, ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების დატოვება ეკრძალებათ.