ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“COVID-19-ის შემთხვევაში შვიდი შტამიდან ოთხი უწყინარია, ხოლო სამი ძალიან სერიოზულია სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლით” – ცერცვაძე

ვირუსებსაც და ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ საზოგადოებისათვის უწყინარი და შეუძლიათ იყვნენ სახიფათოც – ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “იმედის” ეთერში, გადაცემა “შემდეგ გაჩერებაში” განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ადამიანი არის ყველაზე მაღალგანვითარებული ორგანიზმი მსოფლიოში, ხოლო ვირუსი არის ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული სტრუქტურა.

“ადამიანი არის ყველაზე მაღალგანვითარებული ორგანიზმი მსოფლიოში, ხოლო ვირუსი არის ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული სტრუქტურა. ვირუსებსაც და ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ საზოგადოებისათვის უწყინარი და შეუძლიათ იყვნენ სახიფათოც. კორონავირუსის შემთხვევაში, შვიდი შტამიდან, რომელიც ადამიანს ასნემოვნებს, მათგან ოთხი უწყინარია და იწვევს, მხოლოდ მსუბუქ გაციებით დაავადებებს. ხოლო სამი ძალიან სერიოზულია სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლით. ასეა ადამიანებშიც, ცივილიზებული ადამიანების უმრავლესობა არ არის სახიფათო საზოგადოებისთვის, თავიანთი ქმედებით, ცხოვრების წესით ისინი არ ქმნიან საფრთხეს. არიან ადამიანები, რომლებიც დანარჩენი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....