ისლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან ისლანდიაში ჩასულ მგზავრებს ორკვირიან კარანტინსა და კორონავირუსზე ტესტირების უფასოდ ჩატარებას შორის არჩევანის გაკეთება შეეძლებათ.
არსებული ცნობით პირველი ორი კვირის განმავლობაში ტესტები ყველასთვის უფასო იქნება, პირველი ივლისიდან კი ტესტის ჩატარება 15 000 ისლანდიური კრონა (110 დოლარი) ეღირება.
კორონავირუსზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, შეავსოს რეგისტრაციის ფორმა და გადმოწეროს აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიებისთვის გამოიყენება.