მთავარი ციტატა

“ჩვენი პოზიცია არის ცალსახა – აუცილებელია, ოპოზიცია იყოს მრავალფეროვნად წარმოდგენილი“

„ეს განცხადება არის აბსოლუტურად არარეალისტური. ოპოზიციის ძალა, სწორედაც რომ, არის მრავალფეროვნებაში და ოპოზიციურ ელექტორატს აუცილებლად სჭირდება მრავალფეროვანი ბიულეტენები იმისთვის, რომ გააკეთოს არჩევანი 31 ოქტომბერს და უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ფასილიტატორების ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო, როდესაც ხელს უწყობდნენ კონსტიტუციურ რეფორმას, რომ არ ყოფილიყო საქართველოში ორპოლუსიანი სისტემა. ასე რომ, ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩევლის არჩევანის წინაშე დაყენებას, რომ ან ბიძინა ან მიშა, საქართველოსთვის არ არის კარგი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის არარეალისტური გეგმა. ეს ხელს არ შეუწყობს ხელისუფლების ცვლილებას, ეს ხელს შეუწყობს მხოლოდ პოლარიზებას. ასე რომ, ოპოზიცია უნდა იყოს მრავალფეროვნად წარმოდგენილი ამ არჩევნებზე. ჩვენი პოზიცია არის ცალსახა – აუცილებელია, ოპოზიცია იყოს მრავალფეროვნად წარმოდგენილი“

ანზორ ბიწაძე, “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს – ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

იტვირთბა....