ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

13 ივნისს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია „მზიურის“ რეკონსტრუქციით დასრულდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ  2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის კომპლექსური პროექტი დაასრულა – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

9-კომპონენტიანი პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 50,6 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

2017 წელს დაიწყო და 2018 წლის ზაფხულში დასრულდა პროექტის პირველი და ყველაზე სასწრაფოდ განსახორციელებელი ფაზა, რომელიც მოიცავდა წყნეთი-სამადლოს, წყნეთი-ახალდაბის და წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაციას.

რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ოთხი კილომეტრის გზები და ტერიტორია; ამავე მონაკვეთის მეწყერ საშიშ ზონებში დამონტაჟდა ადრეული შეტყობინების სისტემა.

იტვირთბა....