ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანა ჯაბაური ცოტნეს არჩევანია, შესაბამისად, ცოტნეს არჩევანს პატივს ვცემ” – კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტიტე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, ანა ჯაბაური მისი ძმის, ცოტნეს არჩევანია და შესაბამისად ის ცოტნეს არჩევანს პატივს სცემს.

როგორც კონსტანტინემ აღნიშნა, ზოგიერთი ჟურნალი, სააგენტო თუ პერსონა მისი ნათქვამის გადასხვაფერებას ცდილობს.

“რახან ცოტნე გამსახურდიაზე ისევ გაურკვევლობა იქმნება, ვიტყოდი, რომ ზოგიერთი ჟურნალი, სააგენტო თუ პერსონა აშკარად კირკიტებს და კირკიმელაობს, ამა წლის იანვრის სრულიად არეულ და გაურკვეველ სიტუაციებს იყენებს, რომ დაიჭიროს შავი კატა აბსოლუტურად ბნელ ოთახში მაშინ, როდესაც ის იქ არ არის. ამიტომაც ახდენენ ჩემი გამონათქვამების გადასხვაფერებებს, სათავისო ინტერპრეტაციებს, ინსინუაციებს, გლეჯენ კონტექსტებს და ა.შ. – თითქოს მე განმეცხადებინოს, რომ ანა ჯაბაური ვინ არის ან რა უნდა ცოტნესთან.

ამ შეკითხვაზე, თუკი ვინმეს გაუჩნდება, ახლავე გიპასუხებთ: ანა ჯაბაური ცოტნეს არჩევანია. მე მას ცოტნესგან ვიცნობ და ამიტომაც უაზრობაა საკითხის ასე დაყენება. შესაბამისად მე ცოტნეს არჩევანს პატივს ვცემ. ვინც არ ცემთ პატივს, ეგ თქვენი პირადი საქმეა,” – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გამსახურდიამ “ტვიტერზე” ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაწერა და განაცხადა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა.

იტვირთბა....