ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არ არის მკვლელი ვირუსი, რასაც WHO გვაბოლებდა და თავდაპირველად ვარაუდობდნენ…” – ექიმი ტატო ჯახია

“ეს არ არის მკვლელი ვირუსი, არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ბანალური გრიპი. უკვე რამდენიმე კვლევა დაიდო, რომ ამ ვირუსის ლეტალობა მაქსიმუმ 0,5%-ია და არა ის მონაცემები, რასაც WHO “გვაბოლებდა” და თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამიტომაც მასშტაბურად იწყება შეზღუდვების ლიბერალიზაცია მთელ მსოფლიოში.”

ტატო ჯახია – ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აღნიშნული განცხადება ჯახიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ადამიანებმა უნდა გააგრძელონ ცხოვრება ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის პირობებში, რომ გადაურჩნენ ეკონომიკურ კატასტროფას და შიმშილს. მთავრობის ნამდვილი დახმარება კი ჯახიას განცხადებით: “იქნება თუ შეამცირებენ გადასახადებს, გააუქმებენ აქციზებს, ხალხს დაუბრუნებენ საპენსიო დანაზოგს, გააუქმებენ ბევრ უაზრო სსიპ და აიპს და შეამცირებენ ბიუჯეტს.”

იტვირთბა....