ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემთვს მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები და მხოლოდ ჩემი ჰიმნის აჟღერება”- ლაშა ტალახაძე

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძე გავრცელებულ ინფორმციას, რომ შესაძლოა ის მომავალში ჩემპიონატებზე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდეს, სიცრუეს უწოდებს.
როგორც ტალახაძე სოციალურ ქსელში წერს, რაერთხელ ჰქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა არსად წავსულა და ასე მომავალში მოხდება მსგავსი რამ.
“ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა როგორც ვხვდები დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ განმვარტავ, რომ არცერთი ქვეყნით სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ. როგორც იცით არაერთხელ მქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა როგორც ხედავთ არსად წავსულვარ და ასე იქნება მომავალშიც. არასოდეს არც კი დავინტერესებულვარ რა თანხებზე იყო საუბარი და რას მთავაზობდნენ. ჩემთვს მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები და მხოლოდ ჩემი ჰიმნის აჟღერება.
რაც შეეხება კომენტარს, მე ვთქვი, რომ შესაძლოა ოდესმე სადმე წავიდე, ოღონდ ეს სპორტულ კარიერას არ ეხება. ამ ეტაპზე მხოლოდ ის მადარდებს თუ როდის შევძლებთ სრულოფასოვანი ვარჯიშის დაწყებას, რომ მომავალ ჩემპიონატებზე ჩვენი ჰიმნი კიდევ ერთხელ ავაჟღერო. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბოლო წლებში ძალოსნობა საქართველოში ბევრად განვითარდა, გვაქვს სავარჯიშოდ კარგი პირობები, სრულფასოვანი შეკრებები და ჩემი შრომა და რეკორდები სახელმწიფოს მხრიდან მიფასდება. თუ კარგად მოუსმენთ ჩემ საუბარს მიხვდებით რომ სხვას არაფერს ვამბობ .მადლობა პირიქით ყველა იმ ადამიანს ვინც სპორტის განვითარებისთვის ზრუნავს და შედეგცეზ ასახული ეს ყველაფერი და ზუსტად ამას ვსაუბრობ ჩემს ინტერვიუშიც,”- წერს ლასა ტალახაძე
ცნობისთვის, გადაცემა “უცნობის კიდობანში” სტუმრობისას ლასა ტალახაძემ განაცხადა, რომ მატერიალური კუთხით თუ არაფერი შეიცვალა, კარიერის პიკისკენ, ალბათ სხვა ქვეყანაში წავა.
იტვირთბა....