“ბატონი ღარიბაშვილი ჩვენს გაოცებას განაგრძობს. ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია “ქართული ოცნების” გუნდში. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მან აღიარა, რომ როგორც პრემიერმ-ინისტრი, მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მართლმსაჯულება და სასამართლო ბოლომდე მოსპო.”
გიგი უგულავა – ევროპული საქართველოს” ლიდერი
აღნიშნულით გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მისი პრემიერობის პერიოდში გიგი უგულავა ორჯერ დაიჭირეს.
თავდაცვის მინიტრს ირაკლი ღარიბაშვილს “მინისტრის საათის” ფარგლებში დღეს პარლამენტში მოუსმინეს. მის გამოსვლას ოპოზიციის წევრები არ დაესწრნენ.