სენაკში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები აკავებენ იმ პირებს, რომლებიც სასტუმრო “ვერსალის” მფლობელს ფულს სძალავდნენ.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტრიოში განუცხადეს, რომ ფაქტზე უწყება ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.