“ის ზედმეტი პანიკა, ახლა რასაც მმართველი პარტია თესავს, მათ შორის პირბადეებთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩვენი სასიცოცხლო გადამრჩენი, ქართულმა პარლამენტმა და ოხანაშვილმა აღმოაჩინა, რომ პირბადე არის ვაქცინაციის შემცველი და ტოლობის ნიშანი დასვა. ვირუსისგან გვიხსნის ესო – ასე არ თქვა? ასე დასვა ტოლობის ნიშანი და აღმოაჩინა ახალი ვაქცინა, რასაც მთელი მსოფლიო ეძებს. ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ადამიანები დასტრესო, დაზაფრო და დააჯარიმო.”
ეკა ბესელია – დამოუკიდებელმა დეპუტატი
ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან პირბადის ტარების წესთან დაკავშირებულ კანონზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისათვის, პირბადეების ტარების წესთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო.