“შეიქმნას დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია და მე 5 ადამიანს დავასახელებ რომელებიც უნდა დაიკითხონ. თუ მათ, ჩემი საპირისპირო სიტყვა თქვეს, ხელებს ავწევ და სახლში წავალ. სანამ საქმე დაიხურებოდა, ხალხი მომიგზავნეს და მითხრეს: თუ საბოლოოდ არ ჩამოშორდები გაერთიანებულ ოპოზიციას, საქმეს შევწყვეტ, ვერაფერს მიაღწევო.”
მალხაზ მაჩალიკაშვილი – სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, მაჩალიკასვილს ახმედ ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არც მაჩალიკაშვილის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა დასტურდება.