მაშველებმა მდინარე ალაზანში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეთევზე იყო. მას მდინარეში გაუჩინარების შემდეგ მაშველები ეძებდნენ.
საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ როგორც კახეთის სამაშველო ჯგუფები, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მყვინთავები.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.