საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული.
ამავე მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და საერთო რაოდენობა 697-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3213 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303.