“შთაბეჭდილება მრჩება, რომ დოკუმენტის საწინააღმდეგოდ არის ეს ფრაზა გაჩენილი, ანუ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, თითქოს ვიღაცამ მოიპარა ეს დოკუმენტები და ეს სახელი და გვარი მიამატა, რადგან არავითარი საფუძველი ამას ნამდვილად არა აქვს”.
ნუკრი ქანთარია, დეპუტატი
შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.