ახალი ამბები მთავარი ციტატა

“როდესაც წყარო დაუდგენელია, ეს უკვე ბეწვის ხიდზე გასვლას ნიშნავს” – ეპიდემიოლოგი

“დღეში 5 და 10 ახალი შემთხვევა, თუ ისინი საკარანტინო ზონიდანაა და დაინფიცირების წყარო ცნობილია, საგანგაშო არაა, მაგრამ როდესაც წყარო დაუდგენელია, ეს უკვე ბეწვის ხიდზე გასვლას ნიშნავს. ალბათობა იმისი, რომ შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს ნამდვილად არსებობს, ამიტომ ბეწვის ხიდზე გავდივართ. ბევრი ქვეყნის მაგალითმა აჩვენა, რომ აუცილებელი არაა მეორე ტალღა შემოდგომაზე იყო, გარკვეულ ქვეყანაში ზაფხულის პერიოდშიც დაიწყო მეორე ტალღა. მაგრამ ისინი დროულად და მომზადებულად შეხვდნენ ამ ეტაპს. მსგავსი შეიძლება ჩვენთანაც ნებისმიერ დროს დაიწყოს.”

ოთარ ჩოკოშვილი – ეპიდემიოლოგი

ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა “პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19 831 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. 4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

იტვირთბა....